LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდნენ” – სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

112
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში, საქართველო ევროპას მოწყვეტილი იყო. თუმცა, მას არასდროს შეუწყვეტია ამ გზის აღმოჩენა, წინსვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ემანუელ მაკრონისადმი მიმართვაში.

„გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდნენ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს ამ გზაზე“, – ამ სიტყვებით სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.

„როგორც ისტორიული ქვეყანა ევროკავშირისთვის, როგორც პატარა ქვეყანა, რომელმაც იცის საზოგადოების ნაწილად ყოფნის მნიშვნელობა, ჩვენ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე“, – ამბობს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.

„საქართველოსა და პოლონეთს აქვთ საერთო ტრაგიკული წარსული, ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსული. ამ დროს, როგორც ყოველთვის, იმედი გვაქვს პოლონეთის მხარდაჭერის, სოლიდარობის, ძმობის, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გზას ევროპისკენ“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g