„ლიდერ ტვ-ის“ წამყვანის, გურამ არუთინაშვილის განცხადებით, სამგორის მეტროსთან, 3 პირი თავს დაესხა.
როგორც არუთინაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, ერთ-ერთმა აგრესიულმა პირმა მას ბოთლი ესროლა, რომელიც თავში მოხვდა.
“ვიღაც სამი ტიპი გადმოდიოდა გზის მოპირდაპირე მხრიდან, მათ შორის, ერთი იყო, რომელიც იმათზე წინ იყო და ჩემი მისამართით იყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რომ მივბრუნდი მერე, გავაგრძელე გზა, უკანა მხრიდან კეფაში დამარტყა წყლით სავსე ბოთლი. სამს ფიზიკურად ვერაფერს ვუზამდი. ერთი შენიც და შენი პატრულისაცო, მკიდია, სადაც გინდა, იქ დარეკეო. მოვითხოვ, კანონის უმკაცრესი ზომებით დასჯას“, – განაცხადა არუთინაშვილმა „ტვ პირველთან“.
„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.