LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეფირი და იოგურტი სახის კანს აახალგაზრდავებს

262

იაპონელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც იოგურტი სახის კანს დარბილებასა და დატენიანებაში ეხმარება, კეფირი კი მას უფრო ცხიმიანს ხდის. ესაა ახალი ერა რძის პროდუქტების მოყვარული ადამიანებისთვის, რადგან ამიერიდან მათ „სილამაზის რეცეპტის“ ახალი საიდუმლო აქვთ. ეს ალბათ ძალიან არ მოეწონებათ იმ ქალბატონებს, ვინც უარს ამბობს რძის პროდუქტების მიღებაზე. მაგალითად, მსახიობი მეგან ფოქსი.

აღმოჩნდა, რომ რძის პროდუქტები ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია. ესაა კალცის წყარო ორგანიზმისთვის, ფანტასტიური პირობა კუჭ-ნაწლავის სისტემის კარგად მუშაობისთვის და ბუნებრივია, კარგი დამატება ნებისმიერ კერძზე. კალიფორნიელი დიეტოლოგი, ჯესიკა ვუ ამტკიცებს, რომ პრობლემური კანის დროს, სასურველია თავი შევიკავოთ რძის მიღებისგან, სამაგიეროდ გავააქტიუროთ რძის პროდუტების მიღება. მის კვლევას უერთდებიან იაპონელი მეცნიერებიც ხირომი კიმოტო-ნირას ხელმძღვანელობით. ამ კვლევის შედეგებს გამოცემა Journal of Dairy Science აქვეყნებს. მეცნიერებმა შეისწავლეს რძის პროდუქტების მოქმედება ახალგზრდა კანზე. ნებაყოფლობით მონაწილეთა ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო, პირველი ნაწილი მუდამ იღებდა ფერმენტირებულ რძის ნაწარმს, კეფირს. მეორე ნაწილი კი, იოგურტსს. ერთთვიანი კვლევის შემდეგ გამოიკვეთა, რომ კანმა გაახალგაზრდავება დაიწყო.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები