მსახიობი კეით ბეკინსეილი ნიუ-ორკში ყოფილ მეუღლესთან, მაიკლ შინთან და 17 წლის ქალიშვილთან, ლილი მოსთან სეირნობისას გამოჩნდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ყოფილ მეუღლეებს ფანტასტიური ურთიერთობა აქვთ და დაშორების მიუხედავად, შვილთან დიდ დროს ატარებენ. ქეითს ტრადიციისამებრ ელეგანტური თეთრი პალტო, ჯინსის შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი კი, სპორტულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.
შეგახსენებთ, რომ კეით ბეკისნეილი და მაიკლ შინი 1995 წლიდან 2003 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები.