ავსტრალიელი მსახიობი, კეიტ ბლანშეტი დევნილების საკითხში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.
„ვამაყობ, რომ ეს წოდება მომანიჭეს. არასოდეს მქონია უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, რათა დევნილების მისამართით ჩემი მხარდაჭერა გამომეთქვა. უპრეცედენტო კრიზისის დროში ვცხოვრობთ და პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება“,- განაცხადა მსახიობმა თავის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მომენტამდე, ბლანშეტი ერთი წლის განმავლობაში UNHCR-თან თანამშრომლობდა.