4 წლიანი დუმილის შემდეგ, კეიტ ჰოლმსმა და ჯეიმი ფოქსმა დაადასტურეს, რომ რომანი აქვთ. წყვილი, რომლის რომანიც 2013 წელს დაიწყო, ერთად მალიბუზე ორშაბათს გადაიღეს. ისინი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები ფოტოობიექტივისგან დამალვას არ ცდილობდნენ და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი კეიტ ჰოლმსისა და ტომ კრუზის დაშორებიდან ერთი წლის მერე დაიწყო. კრუზთან ჰოლმმს ქალიშვილი, სური ჰყავს.