37 წლის კეიტ ჰოლმსისა და 48 წლის ჯეიმი ფოქსის რომანის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის, თუმცა მსახიობები მუდმივად ტავს არიდებენ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას. ამ დღეებში მსახიობმა კლაუდია ჯორდანმა წყვილის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:
„მე და ჯეიმი კარგი მეგობრები ვართ, ამიტომ მისი ბედნიერი დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯეიმი და კეიტი ახლა ძალიან კარგად არიან ერთად“, – განაცხადა ჯორდანმა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ამტკიცებდა, რომ უბრალოდ მეგობრები არიან, ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ მათ უკვე სამი წელია რომანი აქვთ.