უკვე ერთი თვეა, რაც კეიტ მიდლტონი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. თავდპირველად წყარო ირწმუნებოდა, რომ პრინცი მეუღლესთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა, მაგრამ ამჟამად ახალი ინფორმაცია გაჩნდა. ბრიტანულმა მედიამ გაარკვია, რომ ჰერცოგინია ცოტა ხნის წინ გაწერეს კლინიკიდან, სადაც წინა დღეს ის სასწრაფოდ გადაიყვანეს.
”გასული კვირის დასაწყისში კეიტი მოულოდნელად ცუდად გახდა და ის მერილბონში მდებარე სამეფო საავადმყოფოში მოათავსეს” – განაცხადა წყარომ, რომელმაც არ დააკონკრეტა, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეექმნა მიდლტონს, არსებობს ვარაუდი, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია მესამე ბავშვზეა ორსულად.