ბრიტანელების უმეტესობას, რომლების პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაზე მიმართავენ, ყველაზე ხშირად სურთ ცხვირი, როგორიც კეიტ მიდლტონს აქვს. ასეთია გამოკითხვის შედეგი, რომელიც მედიკოსებსა და მათ პაციენტებს შორის ჩატარდა.
„კეიტი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია და მისი თითქმის ყველა დეტალს მოსახლეობა მაქსიმალურად ბაძავს. ცხვირი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კემბრიჯის ჰერცოგინიას ვიზუალს, რაც ბრიტანეთში რინოპლასტიკის პოპულარობას ზრდის“, – აცხადებს კოსმეტიკური ქირურგი ჯულიან დე სილვა. მისივე თქმით, სურვილი, დაემსგავსონ მიდლტონს, ყოველთვის წარმატებით არ სრულდება: „პაციენტებს უზომოდ უნდათ ცხვირი, როგორიც კეიტს აქვს, მაგრამ ხანდახან მიწევს მათი გაბრაზება და განაწყენება და იმისი ახსნა, რომ ასეთი ცხვირი არ მოუხდებათ“. დე სილვას თქმით, სწორედ კეიტმა შთააგონა ბევრ ქალს, პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა.
მიდლტონის გარდა, ყველაზე სასურველი ცხვირების მფლობელები სკარლეტ იოჰანსონი, რიანა, ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ლოპესი არიან.
