LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონმა სამეფო დრეს-კოდი დაარღვია

61

მოდის კრიტიკოსები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან საზოგადოებაში კეიტ მიდლტონის გამოჩენას. მიზეზი კი ჰერცოგინიას ჩაცმულობაა, რომელსაც მოდის მოყვარულების სიამოვნებით განიხილავენ.

ბოლო დღეებში ერთ-ერთი ასეთი განხილვა მოხდა:  მიდლტონი ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებას პრინც უილიამთან ერთად დაესწრო. ამ დღეს მას Tory Burch-ის შავ-თეთრი ნაქსოვი კაბა ეცვა. როგორც კი ფოტო ქსელში მოხდა, კრიტიკოსებმა შენიშნეს, რომ კაბა კეიტს უკვე მეორედ ეცვა.

გარდა იმისა, რომ კაბა სულ რაღაც 395 დოლარიანია, ჰერცოგინია მასში სხვა ღონისძიებაზე უკვე გამოცხადდა, ეს კი სამეფო დრეს-კოდს ეწინააღმდეგება.

დაკვირვებულმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ იგივე კაბა მიდლტონს 2014 წლის აპრილში ახალი ზელანდიის ტურნეს დროს ეცვა.

კემბრიჯის ჰერცოგინია ხშირად აკეთებს ეკონომიას შოპინგზე და ამას არც მალავს.

406x600_1_600f4cb6523ab47fb65e5850f7a40b40@406x600_0xd42ee437_7982741741444661284 (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები