კეიტ უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ვუდი ალენის ახალ ფილმში მონაწილეობენ. პროექტის სახელი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ დღეებში გადასაღები მოედნიდან პაპარაცებმა რამდენიმე კადრის დაფიქსირება მოახერხეს. ფოტოებზე მსახიობები 50-იანი წლების რეტრო-ჩაცმულობით ჩანან: უინსლეტს მუხლს ქვემოთ ატმისფერი ქვედა ბოლო და მოკლე სახელოებიანი პერანგი აცვია , ხოლო ჯასტინს ღია ფერის შარვალი და ზოლიანი მაისური.
სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია.





