ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კეიტ უინსლეტმა თავისი კოლეგების თამამი ჩაცმულობები გააკრიტიკა. „უხერხულად ვარ, როდესაც ქალები ისე იცვამენ, რომ მათ სხვა ინტერესის გამო უყურებენ“, – განაცხადა „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა Daily Mail-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მის გემოვნებაზე დიდი როლი დედამ ითამაშა. „ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ „მყვირალა“ ტანსაცმელი არ ჩამეცვა. „ტიტანიკის“ წარმატების შემდეგაც კი, ის მთხოვდა, რომ არ ჩამეცვა ისეთი რამე, რაც ზედმეტ ყურადღებას მიიქცევდა“, – გაიხსენა მსახიობმა.