LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

37
217844639-10159347078367954-4952845963873830737-n

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და აჭარაში წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერენ საარჩევნო რეფორმას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

„სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მათი როლი უმნიშვნელოვანესია“, – წერია განცხადებაში.

კელი დეგნანი შეხვდა „მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის“|(Eastern European Centre for Multiparty Democracy – EECMD), „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს.

mazda magti 5g