„კოაჩელას“ ფესტივალზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ბევრს საუბრობენ Destiny’s Child-ის ბიონსესა და ჯეი ზის მსოფლიო ტურნეს მსვლელობის დროს გაერთიანებაზე. ამის შესახებ კომენტარი კელი როულენდმა გააკეთა და განაცხადა, რომ არ იცის საიდან გაჩნდა ეს ხმები, რადგან გაერთიანება არ იგეგმება.
„პირველად მესმის ამის შესახებ. ამაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა კელიმ.
მისივე თქმით, ბედნიერი იყო კოლეგებთან შეხვედრით „კოაჩელაზე“, თუმცა გაერთიანების შესახებ საუბარი არ არის.