LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელვინ ჰარისმა და რიანამ მორიგი დუეტი წარმოადგინეს (აუდიო)

59

რიანასა და კელვინ ჰარისის დუეტები – We Found Love და Where Have You Been საზოგადოებამ კარგად იცის. ორივე სიმღერამ მოხსნა რამდენიმე რეკორდი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პრესტიჟული ჩარტების სათავეებშიც იმყოფებოდა.

ამჯერად კი, შოტლანდიელმა დიჯეიმ ბარბადოსელ მომღერალთან ერთად მორიგი სიმღერა – This Is What You Came From წარმოადგინა.

https://www.instagram.com/p/BEwGStkt3Bn/?taken-by=calvinharris

„შეყვარებული ვარ რიანას ხმაზე. როდესაც პირველად მოვისმინე We Found Love, გავიგე, რომ ამაზე უკეთესი არაფერია. ასეთი გამორჩეული ხმა სხვას არავის აქვს“, – განაცხადა კელვინმა.

თავის მხრივ, ჰარისის მეგობარი გოგონა, ტეილორ სვიფტი აქტიურად უჭერს მხარს სიმღერის პოპულარიზაციას. ფესტივალ Coachella-ზე, სადაც კომპოზიცია პირველად შესრულდა, ის სინგლის ოფიციალური ფოტოთი გამოსახული ქურთუკით იმყოფებოდა.

rihanna29042016-02

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები