კემბრიჯის სტუდენტებმა წელსაც გაიხადეს. „The Daily Express”-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ყოველწლიური კონკურსი „Cambridge Best Bums Competition“ დაიწყო და მისი მიზანი, საუკეთესო საჯდომის მქონე სტუდენტის პოვნაა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შიშველი ფოტო რაიმე ღირსშესანიშნაობის, ლანდშაფტისა თუ არქიტექტურის წინ უნდა გადაეღოთ და კადრი ჟიურისთვის წარედგინათ. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია და 10 ფინალისტი სტუდენტისგან გამარჯვებულს სულ მალე შეარჩევენ.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საჯდომის კონკურსი კემბრიჯის უნივერსიტეტში წელს უკვე მეექვსედ ტარდება.