LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენჭისყრის დღეს ძალზე დაძაბული, კონკურენტული გარემო უძღოდა წინ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

sederfelti

მინდა, შეშფოთება გამოვთქვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან და ხმის მიცემის პროცესში დამკვირვებლების თვალთვალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარგარეტა სედერფელტმა განაცხადა.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი როტორიკის გამოყენებამ  წინასაარჩევნო კამპანიას დიდი ჩრდილი მიაყენა და დაძაბულობის ზრდას შეუწყო ხელი.

მარგარეტა სედერფელტმა მედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაგარემოს პოლარიზებამ მთავარი პოლიტიკური გზავნილებიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანა.

„2008 წლიდან მეოთხედ ვაკვირდები საქართველოში არჩევნებს და მინდა აღვნიშნო ხალხის დამსახურება, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის მზადყოფნა დემოკრატიის გზაზე. მეორე ტურის დროს ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო , რადგანაც მონაწილეებს შეეძლოთ თავისუფლად გამოეხატათ აზრი, თუმცა კენჭისყრის დღეს ძალზე დაძაბული, კონკურენტული გარემო უძღოდა წინ. რაც შეეხება მედიაგარემოს, ის პირველ და მეორე ტურებს შორის ძალზე პოლარიზებული იყო. საზოგადოებისთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი არ იყო,” – განაცხადა სედერფელტმა.

მანვე დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის იქ ყოფნის მიზეზში ვერ ერკვეოდა.

“დამატებით მინდა შეშფოთება გამოვთქვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან და ხმის მიცემის პროცესში დამკვირვებლების თვალთვალთან დაკავშირებით. პოლიტიკურ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა,” –  განაცხადა მარგარეტა სედერფელტმა.

 

magti 5g