კენდალ ჯენერმა – მოდელმა და უკვე Vistoria’s Secret-ის „ანგელოზმა“ „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, სადაც მკერდი აბსოლუტურად შიშველი აქვს. ასეთი არასტანდარტული მეთოდით კენდალმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სოციალურ ქსელში მისი მიმდევრების რაოდენობამ 40 მლნ-ს გადააჭარბა.
„ჩემი საყვარელი ფოტო თქვენთვის, 40 მლნ მიმდევრისთვის,“ – დაწერა მოდელმა სურათის კომენტარად.
ჯენერი 3 ნოემბერს 20 წლის გახდა.