„ამერიკული საშინელებათა ისტორიისა“ და „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ ფრენჩაიზის შემდეგ, პროდიუსერი, რაიან მერფი ახალი პროექტით ბრუნდება.
„ამერიკული სიყვარულის ისტორია“, ახალი „სპინ-ოფის“ ანთოლოგიური სერიალია, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულ რომანტიკულ ისტორიებზეა იქნება ორიენტირებული.
პირველი ნაწილის მთავარი გმირებია არიან კეროლინ ბესეტ-კენედი და მისი მეუღლე, ჯონ კენედი უმცროსი. რაც შეეხება მთავარ როლებს, კეროლაინ ბესეტის როლს სერიალში სარა პიჯონი შეასრულებს, ამერიკელი მსახიობი, რომელსაც შეიძლება იცნობდეთ სერიალიდან „ველური ბუნება“.
სავარაუდოდ ეს 28 წლის მსახიობის ყველაზე შთამბეჭდავი ეკრანული როლი იქნება, თუმცა მან ცოტა ხნის წინ „ტონის პრემიაზე“ ნომინაცია მოიპოვა, ბროდვეიზე დებიუტისთვის და ასევე მონაწილეობს ფილმის „ვიცი, რა გააკეთე გასულ ზაფხულს“ გაგრძელებაში. უკვე ცნობილია, რომ ჯაკლინ კენედის როლს ნაომი უოთსი შეასრულებს.
შოუს მთავარ პერსონაჟის, ჯონ კენედი უმცროსის როლს, ახალბედა პოლ კელი შეასრულებს. როგორც ამბობენ, მერფიმ და მისმა ქასთინგ გუნდმა კელის შერჩევამდე 1000-ზე მეტი მსახიობი გადაარჩია. რაიან მერფიმ 13 ივნისს თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა პიჯონისა და კელის ამაღელვებელი პირველი ფოტო, კეროლაინ და ჯონ უმცროსის კოსტიუმებში.

