LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო ფრენებზე კოლოსალური თანხების ხარჯვის ბრალდების გამო, ლატვიელი მინისტრი გადადგა

124
b_9f0de3dd5c45aac6ecb7799f8f7e36f7

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს.

მიზეზი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებია, რომლებიც კერძო ავიარეისებით გადაფრენებს ეხება, რაც მისთვის გამოყოფილ სახელმწიფო და ევროპულ ბიუჯეტს აჭარბებს.

ლატვიის პროკურატურამ მინისტრის ხარჯებთან დაკავშირებით გამოძიება გასულ კვირას დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ექსპრემიერმა 2021-2023 წლებში საკუთარი ფრენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან €600 000-თი დააფინანსა. თავად კარინში მომხდარში თავის ბრალეულობას უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ მზად არის გადადგეს, რათა მთავრობის მუშაობას ხელი არ შეუშალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები