LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერი ანდერვუდი დედა მეორედ გახდა (ფოტო)

wire-8906900-1548280468-28_636x382

გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კერი ანდერვუდი და მაიკ ფიშერი მშობლები მეორედ გახდებოდნენ. გაირკვა, რომ ბიჭუნა, რომელსაც, ჯეიკობ ბრაიანი დაარქვეს, ქვეყანას 21 იანვარს მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ, თავად ამერიკელმა ვარსკვლავმა გვამცნო. 35 წლის შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური ფოტოები გააზიარა, რომლებზეც ბედნიერი დედ-მამა და მათი პირველი ვაჟი ოჯახის ახალ წევრთან ერთად არიან აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ კერი ანდერვუდმა და მაიკ ფიშერმა ერთმანეთი 2008 წელს, მომღერლის ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნეს. წყვილი 2009 წელს დაინიშნა, 2010-ში კი დაქორწინდა. ისინი აქამდე ერთად ისაია მაიკლს ზრდიდნენ, რომელიც  2015 წლის 27 თებერვალს დაიბადა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები