LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი: „სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი“

284
ბექა ჯაიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.

სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული განმარტება ბრალდებულმა მაშინ გააკეთა, როდესაც მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ჰკითხა, ცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ.

„სად არის აქ ან აფექტი ან შეურაცხადობა? საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება… ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას“ – რას ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ინტერესების დამცველი

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა.

„მირჩევნია ჩემი შვილი იყოს მკვდარი, კესარია ცოცხალი“- კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის დედა

„ჩემი შვილი მკვდარი იყოს მირჩევნია, კესარია ცოცხალი და ბექა მკვდარი“, – ამ კომენტარით უპასუხა მედიას 37 წლის წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედამ, ნინო ლომაიამ. ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე მოკლე კომენტარით, ნინო ლომიძემ ტვ „რუსთავი […]

ამასთან, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მისი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.

პროკურატურამ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

მისივე თქმით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. პროკურორის თქმით, არ არსებობს არანაირი მოცემულობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე.

რაც შეეხება თავად ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, მათ ბრალდების შეცლა არ მოუთხოვიათ, განმარტეს მხოლოდ ის, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ბრალდებაზე, რომლის თანახმად, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე „გენდერის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა“.

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს არცერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს. მისი თქმით, რადგანაც ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა.

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების ცნობით, აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ტრანსგენდერი ქალი თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ცნობილია – რა წერია დასკვნაში

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 126- მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g