LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, პროცესს არ ესწრება ბრალდებული ბექა ჯაიანი, რომელსაც დღეს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა

255
კესარია აბრამიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა“ – სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

პროცედურულად, დღევანდელ სხდომაზე ბექა ჯაიანს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა, ის სასამართლო პროცესს არ ესწრება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ.

პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ ოქმში მითითებული იყო, რომ ბრალდებული სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

მომდევნო სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

„ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია“ – პროკურორი მოწმის ჩვენებიდან

ცნობისათვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბექა ჯაიანი: „კესარიამ მითხრა, მაღიარეო – ვუთხარი, დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა – განვიზრახე, მომეკლა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g