ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა კეშამ სიმღერაზე „Hymn“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა.
ნამუშევარი საკმაოდ ემოციური გამოვიდა. სიმღერა კი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პრომო-სინგლია მისი ახალი ალბომის „Rainbow“ მხარადასაჭერად. თრექი ახალი ზელანდიის ჩარტის მეექვსე ადგილზე განთავსდა, ხოლო თავად დისკი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.