ამერიკელმა მომღერალმა კეშამ ახალი სიმღერა სახელწოდებით „This Is Me“ გამოუშვა. სიახლე ფილმ „დიდებული შოუმენის“ ერთ-ერთი საუნდტრეკია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მომღერალმა ალბომი სახელწოდებით „Rainbow“ გამოუშვა, რომელიც ამერიკული ალბომების ჩარტის სათავეში იმყოფებოდა. ის ასევე „გრემიზე“ იყო ნომირირებული, კატეგორიაში „საუკეთესო პოპ-დისკი“.