LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთდება ყველაფერი, რათა ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს – სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს „გადაწყვეტილებაზე“

136
ფორტუნა - 2023-05-05T222504.933

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, – ამის შესახებ ნათქვამია სუს-ის განცხადებაში, რითაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძესთვის 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.

„ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უზენაესმა სასამართლომ“ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS-ი ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე“ ჯაშუშობის მუხლით აღძრეს. ოკუპირებულიაფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იანვარში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები