ამ დღეებში კეტი პერი გადაცემას Entertainment Tonight სტუმრობდა, სადაც მოულოდნელი განცხადება გააკეთა. წამყვანის შეთავაზებას, გადაცემის სცენარიდან გამომდინარე, American Idol-ის კონკურსანტებს გაფლირტავებოდა, პერიმ მოულოდნელად უპასუხა: „არა! მე დანიშნული ვარ და ძალიან ბედნიერიც ვარ!“
რა თქმა უნდა, მომღერლის რჩეული მსახიობი ორლანდო ბლუმია, რომელსაც ერთ-ერთ უკანასკნელ კონცერტზე კეტიმ სიმღერაც მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ პერისა და ბლუმის რომანი 2016 წელს დაიწყო, გასული წლის მარტში კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე თვის წინ კი მათ რომანი განაახლეს.