პოპ-მომღერალმა კეტი პერიმ ახალი ნამუშევარი გაავრცელა, კომპოზიციაზე, Never Worn White გადაღებული კლიპის ბოლო ეპიზოდში ჩანს, რომ ის ორსულადაა.
ვიდეოს პრემიერის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მომღერალმა კი „ტვიტერზე“ დაწერა : „ოჰ ღმერთო, რა კარგია, რომ ამის დამალვა აღარ მომიწევს“.
ეს კეტი პერის პირველი შვილი იქნება, ხოლო რაც მის საქმროს, 43 წლის მსახიობ, ორლანდო ბლუმს შეეხება, მას პირველი ქორწინებიდან, ვაჟი უკვე ჰყავს.