LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ აღიარა, რომ ორლანდო ბლუმთან ბედნიერია

35

მცირეხნიანი დაშორების შემდეგ, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი კვლავ ერთად არიან. შერიგების შემდეგ, წყვილი პირველად პრაღაში გადაიღეს. ამჯერად კი, პერი აზიაში თავისი ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ტოკიოში გამოსვლის დროს კი, მან ემოციური სიტყვა წარმოთქვა და გარშემომყოფებს გააგებინა, რომ ძალიან ბედნიერია:

ძალიან შეყვარებული ვარ და ეს სიმღერა სწორედ იმ ემოციებს ეძღვნება, რომელიც აქამდე არ შეგიგრძნიათ“, – წარმოთქვა ვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ იმავე კონცერტზე შენიშნეს ორლანდო ბლუმიც, რომელიც იქ საყვარელი ქალის გასამხნევებლად იმყოფებოდა.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში პერიმ აღიარა, რომ დედობისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები