მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენას ცნობილი და არამარტო ცნობილი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ღონისძიების ჰედლაინერები კი მათ ტრადიციულად დაუვიწყარ შოუს სთავაზობენ, რომლის შესახებაც საზოგადოება საკმაოდ დიდხანს საუბრობს.
ერთ-ერთი ასეთი გახდა ფესტივალის ჰედლაინერის, კეტი პერის გამოსვლა, რომელმაც თავბრუდამხვევი კოსტიუმირებული შოუ მოაწყო.
პერი უჩვეულო ჩაცმულობით წარდგა მაყურებლის წინაშე. ვერცხლისფერი ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებულ კოსტიუმზე მას წინ უზარმაზარი თვალის პრინტი ჰქონდა გაკეთებული. ვარსკვლავმა თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა და დამსწრეებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა.
https://www.youtube.com/watch?v=L6yxa3xzTGA