კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარის შედეგად დაზარალებულთათვის, ფესტივალის One Love Malibu პარალელურად, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. საინტერესოა, რომ საღამოს ერთ-ერთი ლოტი ორლანდო ბლუმთან პაემანი იყო, რომელსაც კეტი პერი 2016 წლიდან ხვდება.
მსახიობთან რომანტიკული ვახშმისთვის, დარბაზში მყოფი არაერთი გოგონა იბრძოდა, რომელთაგან ბოლოს ნათქვამი თანხის ოდენობა 20 000 დოლარი იყო, თუმცა საქმე სხვაგვარად დატრიალდა.
როგორც ჩანს, ამერიკელმა მომღერალმა უფლება არავის მისცა მისი შეყვარებულის მომნუსხველ თვალებში ჩაეხედა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სიტყვა სწორედ 34 წლის ვარსკვლავმა თქვა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა ბოიფრენდთან დროის გასატარებლად 50 000 დოლარი გადაიხადა და სცენა ბედნიერი სახით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარმა, რომელსაც ,,თომასი” დაარქვეს, 98,000-ზე მეტი ჰექტარი და 12,000-მდე შენობა გაანადგურა. სტიქიამ, სხვებთან ერთად, რამდენიმე ჰოლივუდელის სახლი შეიწირა.