LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ შიშველ ფოტოებზე პირველი კომენტარი გააკეთა

62

2016 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც ჯერ ერთად იყვნენ, კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა იტალიის ერთ-ერთ სანაპიროზე დაისვენეს. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, თუმცა პაპარაცულმა ფოტოებმა მაშინ სრულიად მსოფლიო მოიარა. მიზეზი კი ორლანდო ბლუმის სიშიშვლე იყო – როგორც ჩანს, ვარსკვლავს განტვირთვის ეს ფორმა განსაკუთრებულად ხიბლავს.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და კეტი პერიმ ნუდისტურ ფოტოებზე კომენტარი პირველად ამ დღეებში გააკეთა. მომღერალი ერთ-ერთი რადიოშოუს სტუმარი იყო და წამყვანი ამ თემასაც შეეხო.

ორლანდო მთხოვდა, რომ მეც გამეხადა, მაგრამ შესაბამის განწყობაზე არ ვიყავი. მოგვიანებით იახტაზე გადავედით და იქ გავიხადე“, – იხსენებს პერი.

აღნიშნულ ფაქტზე ბლუმმა ადრე უკვე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ იმ ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში მარტოები იყვნენ და ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გარშემო ვინმე იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ რამეს არასოდეს იზამდა.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს წელიწადნახევრიანი რომანის შემდეგ მიმდინარე წლის მარტში დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები