LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერის მარწუხებისგან განთავისუფლებულ ორლანდო ბლუმზე „ნადირობა“ გამოცხადდა – 48 წლის მსახიობი GQ-ს გარეკანზე

123
page

48 წლის ორლანდო ბლუმმა, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცად ითვლება, გამოცემა GQ-ს გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიაში მან Fendi-ის კოლექციიდან არაერთი „ლუქი“ მოირგო.

ფოტოსესია უკვე აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებლები მსახიობის ქარიზმითა და დახვეწილი იმიჯით აღფრთოვანებულები არიან.

„ორლანდოზე ნადირობა გამოცხადდა“, „ყველაზე სასურველი თავისუფალი მამაკაცი“, „კეტი პერისგან განთავისუფლებული“, „საოცრად ელეგანტურია“, – წერენ კომენტარებში.

ორლანდო ბლუმმა კეტი პერისთან განშორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

ცნობისთვის, 48 წლის ბრიტანელმა მსახიობმა და 40 წლის პოპ-ვარსკვლავმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს, 2019 წლის ვალენტინობის დღეს კი დაინიშნნენ, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში, ცხრაწლიანი კავშირის შემდეგ, წყვილმა დაშორება ოფიციალურად დაადასტურა.

თუ კეტი პერი კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მაშინ ბლუმი გერმანიის ყოფილ კანცლერთან – ორლანდო ბლუმის კომენტარი

ვიდეო: კეტი პერისთან განშორების შემდეგ, ორლანდო ბლუმმა „ფრთები გაშალა“ – 48 წლის მსახიობი ვიდეოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები