კეტი პერის ორლანდო ბლუმთან ურთიერთობის დამალვა აღარ სურს. ვარსკვლავი მზად არის, მსახიობს ცოლად გაყვეს და შვილები გააჩინოს.
პერისთან დაახლოებული ინსიადერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ორლანდო მას ხელს სთხოვს, მომღერალი სიამოვნებით დათანხმდება, რადგან ბლუმი მისი ოცნების მამაკაცია, ხოლო მისგან შვილები, პერის ყველაზე დიდი სურვილია.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, ტოკიოში გამართულ კონცერტზე, რომელზეც ბლუმიც იმყოფებოდა, კეტიმ მას სიმღერა მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2016 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდნენ.