უცხოურ ტაბლოიდებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 41 წლის კეტი პერი შესაძლოა დღესასწაულებს კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად შეხვდეს. წყაროს ცნობით, მათი ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადადის.
„ყველაფერი მის ცხოვრებაში თითქოს თავიდან იწყება. კეტი შესანიშნავ განწყობაზეა,
ჯასტინი მას განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს და ეს ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კეტი აღფრთოვანებულია მისით. ის დახვეწილი და მომხიბვლელია, კეტისთვის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. კეტი ასტროლოგითაა გატაცებული, ჯასტინი კი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, თხის რქაა“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი

