კეტი პერი გუშინ 41 წლის გახდა. მან დაბადების დღე თავის ახალ შეყვარებულთან, 53 წლის კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად აღნიშნა.
პოლიტიკოსი და მომღერალი წყვილის სახით პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში.
ეს ამბავი გამოცემამ TMZ გაავრცელა. რეპორტიორებმა წყვილის გადაღებაც კი მოახერხეს, როდესაც ისინი ცნობილი პარიზული კლუბიდან გამოდიოდნენ. ქეთის პაემანზე წითელი კაბა ეცვა, ჯასტინს კი, ნაცრისფერი კოსტიუმი. მომღერლის გულშემატკივრებმა წინასწარ შეიტყვეს წყვილის ადგილსამყოფელის შესახებ და კეტის მისალოცი სიმღერით დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.
კეტი პერიმ ჯასტინ ტრუდოსთან რომანის შესახებ დუმილი დაარღვია და ორლანდო ბლუმსაც გადასწვდა