LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილგანწყობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ – გვინეტ პელტროუს უახლესი ფოტოები სასამართლო დარბაზიდან ინტერნეტსივრცეს იპყრობს

153
page

როგორც ცნობილია, უკვე კვირაზე მეტია გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მას 76 წლის ოფ­თალ­მო­ლო­გი, ტერი ან­დერ­სო­ნი უჩი­ვის. მისი თქმით,  2016 წელს, თხილამურებზე სრი­ა­ლის დროს, გვი­ნე­ტი მას შე­ე­ჯა­ხა და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ის  მსა­ხი­ო­ბის­გან ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას, 300 000 დო­ლარს ითხოვს.

„იდეალური დამნაშავე“ – ინტერნეტსივრცეში გვინეტ პელტროუს „სასამართლოს სტილს“ განიხილავენ

ამჯერად სასამართლო პროცესიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად ემოციურია და საზოგადოების აღფრთოვანებაც გამოიწვია. პროცესის დასასრულს, პელტროუ მოწინააღმდეგე მხარესთან მივიდა, მასთან დაიხარა და ჩასჩურჩულა:

„მე შენთვის კარგი მინდა, გისურვებ ყოველივე კარგს“

პასუხად ტერი ან­დერ­სო­ნმა მას მიუგო:

„მადლობა ძვირფასო“

„სხეულის ენის“ სპეციალისტებმა, 50 წლის პელტროუს ჟესტი გულწრფელად ცნეს.

უმაკიაჟო და საოცრად ბუნებრივი – 50 წლის გვინეტ პელტროუს ბარბადოსული არდადეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები