ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე „ტვ პირველის“ გუნდის წევრი გახდა.
ამის შესახებ არხის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
„კეთილი იყოს შენი ფეხი „ტვ პირველზე“, თორნიკე, ნიჭიერო და მაგარო![]()
. ძალიან მიხარიხარ და დიდ წარმატებებს გისურვებ , უკვე ერთიან გუნდთან ერთად. ხვალიდან გაახურებს ეთერს ![]()
ძალიან კი მოუხდა „ტვ პირველის“ სტუდია
, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
თორნიკე კვერენჩხილაძე „დღის ამბების“ წამყვანი იქნება. წლების განმავლობაში ის „იმედში“, მოგვიანებით კი „მაესტროში“ საინფორმაციოს წამყვანად მუშაობდა.
