LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას: ბაჩო ახალაია

140
ბაჩო ახალაია

კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაჩო ახალაიას თქმით, ის მუდამ ქვეყნის სამსახურში იყო.

„კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“,-განაცხადა ახალაიამ.

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე“– ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

თავდაცვის ყოფილამ მინისტრმა, საპატიმროს დატოვებისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა -“„ერთი სიტყვით მინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით. გაოცებული ვარ! და თუ შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა მშურს. სამწუხაროდ, ახლა ბევრი არაფერი შემიძლია“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისმა მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის – ბაჩო ახალაია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g