ჰიპ-ჰოპ მუსიკოსმა კევინ გეითსმა კომპოზიციაზე By My Lonely ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომელიც მის ახლადგამოსულ ალბომში I’m Him შედის.
შეგახსენებთ, არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, მისი სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah 2016 წელს გამოვიდა, ალბომმა ორმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა.