70 წლის კევინ კოსტნერი, ასპენში შენიშნეს, სადაც ის ქალიშვილთან, ლილისთან ერთად რესტორანში მიემართებოდა. მამა-შვილი თბილად იყო ჩაცმულები და კოლორადოს ცივ ამინდში აშკარად კომფორტულად გრძნობდა თავს.
ლილის აშკარად არ სიამოვნებდა პაპარაცების გადაჭარბებული ყურადღება და მათგან თავის დაძვრენას აქტიურად ცდილობდა.
ცნობისთვის, ლილი კოსტნერი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მისი დედა სინდი სილვაა, რომელთანაც კევინს ასევე ჰყავს ორი შვილი.
შეგახსენებთ, გასულ წელს კევინ კოსტნერი და კრისტინა ბაუმგარტნერი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მალევე კრისტინა ფინანსისტ, ჯოშ კონორზე დაქორწინდა.
სანამ ყოფილი ცოლი თაფლობის თვეშია, კევინ კოსტნერი დროს შვილთან ერთად ატარებს