რამდენიმე საათის წინ, მედიაში ჯეი ლოსა და კევინ კოსტნერის ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერჯერობით მედიისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 55 წლის არტისტი და 69 წლის მსახიობი ზამთრის კურორტზე, ასპენაში იმყოფებიან.
ვარსკვლავები სამოსისა და აქსესუარების მაღაზიაში გადაიღეს ერთად. ორივე შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა. შემდეგ კი ისინი წვეულებაზე მიმავალი დააფიქსირეს.
ჯეი ლოს საოცარი ქურქი ამშვენებდა და შავი, ვესტრენის სტილში გადაწყვეტილი ქუდი ეხურა. მედიაში წერენ, რომ ეს ქუდი სწორედ „იელოუსტოუნის“ ვარსკვლავმა შეურჩია ჯეი ლოს.
განქორწინების შემდეგ, უსაშველოდ დამშვენებული კევინ კოსტნერი კრემისფერ კოსტიუმში შეუდარებელია