LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KFC-იმ საკუთარი ავიაკომპანია დააფუძნა

114
Zing Air

სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა KFC, ახალი ზელანდიის ტოპ ხუთ სარაგბო გუნდთან (Blues, Hurricanes, Gallagher Chiefs, Highlanders and Crusaders) პარტნიორობის 12 წლის აღსანიშნავად, ავიაკომპანია დააფუძნა.

Zing Air რაგბის ახალზელანდიელ მოყვარულებს მოემსახურება და გულშემატკივრებს საყვარელი კლუბების თამაშებზე დასასწრებად გადაიყვანს. ავიაკომპანიამ ფრენების სპეციალური კალენდარი უკვე შეიმუშავა.

ბორტზე მგზავრებს KFC-ის მენიუთი გაუმასპინძლდებიან.

Zing Air-ის პირველი რეისი 1 მარტს ოკლენდიდან უელინგტონის მიმართულებით შესრულდება. მისი მეშვეობით რაგბის მოყვარულებს Sky Stadium-ზე Blues-ისა Hurricanes-ის მატჩზე დასწრება შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g