LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KFC საკუთარ სმარტფონს გამოუშვებს

153

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობით სმარტფონ Enjoy 7-ის ლიმიტირებული ვერსია შექმნა. კოლაბორაცია ჩინეთში ქსელის 30 წლის იუბილესთან თანამშრომლობით შედგა.

მოწყობილობას 5 დიუიმიანი ეკრანი და 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება და ის KFC-ის საფირმო წითელი ფერის იქნება.

სმარტფონს რესტორნის აპლიკაცია მოჰყვება, რომელიც მუსიკის განსხვავებულად მოსმენის საშუალება მოგეცემათ. სიახლის ფასი 160 დოლარი იქნება და სულ გაყიდვაში 500 ერთეული მოწყობილობა გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები