LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: 50 ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ, შენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთონ, ცოტა არ იყოს და უსიამოვნოა

170
xabeishvili.jpeg

“50 ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ, შენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთონ, ცოტა არ იყოს და უსიამოვნოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერენ.

„საქართველოში 63 რაიონია და ჯერ 3-ში ჩატარდა ასეთი ბრიფინგი, კიდევ მაქსიმუმ ხუთში ჩატარდეს. 50-ზე მეტი ორგანიზაცია რომ არ გიჭერს მხარს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ, შენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ცოტა არ იყოს და უცნაურია. მე იქ ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება პარტიის პოზიცია ზუგდიდში. ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტსაბჭოს წევრი ზუგდიდიდან, ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი ლევან კონჯარია, რომელიც ასევე არ იდგა იმ ბრიფინგზე. ამიტომ თითო-ოროლა ადამიანი თუ დაუჭერს ნიკა მელიას მხარს მისივე დაწერილი სიიდან. ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ხუთი და ექვსი საკრებულოს წევრი კი არა, ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღები და არა ორი-სამი დეპუტატი და საბოლოო ჯამში, 63-დან 7-8 ორგანიზაცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ზუგდიდი სარასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას” – ენმ – ს ზუგდიდის ორგანიზაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g