მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, 16 ათასზე მეტ მომხმარებელს შორის ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, 100 საუკეთესო ევროპული ხემსის რეიტინგი შეადგინა.
აღნიშნულ რეიტინგში მე-3 ადგილზე ხაჭაპური, 53-ზე კი გოზინაყი მოხვდა.
რეიტინგში ხაჭაპურთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია და რომ ამ ყველიანი პურის მრავალი ვარიაცია არსებობს.

გოზინაყთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ეს ქართული ტრადიციული დესერტი თაფლში კარამელიზებულ თხილეულს წარმოადგენს და მას ხრაშუნა ტექსტურა აქვს.

რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა კეპტა დუონამ დაიკავა. ის ჭვავის პურისგან უმარტივესად მზადდება, კერძოდ, ნიორში ამოვლებული პურის წვრილი ჩხირები ზეთში იწვება. კეპტა დუონა ბარებში ლუდზე მისაყოლებელ საუკეთესო ხემსად ითვლება.
