LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: გუშინ ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე და გამოგვივიდა მოსამართლის რანგში

190
შალვა ხაჭაპურიძე და რატი ბრეგაძე

„გუშინ რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და გამოგვივიდა მოსამართლის რანგში“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა განაცხადა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვალდებული არიან გაგვიცვალონ მტკიცებულებები, უნდა შეატყობინონ სასამართლოს, რომ ატარებენ ამ ტიპის ექსპერტიზას, თუმცა, ჩვენ „ვივა მედის“ კანცელარიიდან ვიცოდით, რომ ეს მასალები სააკაშვილის ექსპერტიზის მიმდინარეობის პერიოდში ითხოვეს.

მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, რაზედაც მოსამართლემ უარი თქვა. ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, რაზდაეც მოსამართლემ უარი უთხრა.

„ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?!“ - ალასანიასთვის სამხარაულის ბიუროს დასკვნა არადამაჯერებელია

ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, ის ენდობა პროფესიონალებს, რომლებმაც „ემპათიას“ მიერ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს.

გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის. მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ენახათ თავად პაციენტი. რადგან პაციენტი ნანახი არ ჰყავთ, როგორ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ დასკვნა, თუ ბიუროს ადამიანი ნანახი არ ჰყავს?

რაც მთავარია, გახსოვთ, გუშინ რატი ბრეგაძემ იმპერატიულ სტილში განაცხადა, „ემპათიას“დასკვნა არის არაკვალიფიციურიო ანუ ბატონმა რატიმ მოსამართლის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება.

მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და მოგვევლინა მოსამართლის რანგში. მათთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგეს და ჩვენთვის ძალიან კარგი.“– განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის – რატი ბრეგაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g