მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ხვალ სასამართლო ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შალვა ხაჭაპურიძე: „აქ იქნება თუ სტრასბურგში მიშას ეს საქმე მოგებულია!“
„ჩვენ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, სამხარაულის გაყალბებული დასკვნის და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის ექიმის გარდა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.