LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურის გამოცხობა გაიაფდა

251

კვლევითმა ცენტრმა ISET თებერვალში ხაჭაპურის ინდექსის უმნიშვნელოდ შემცირებაზე განაცხადა. ორგანიზაციის ცნობით, თებერვალში, იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ფასი 3.66 ლარამდე შემცირდა, რაც 0.2%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელზე. თუმცა, 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც ISET -ში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი, ტრადიციულად, რძის ახალ ღირებულებას ასახავს. წინა თვესთან შედარებით შემცირებულ ფასს ISET ფასების სეზონურ კლებას უკავშირებს. საქართველოს რეგიონების მიხედვით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმერული ხაჭაურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასები მსგავსია, თუმცა ფასები განსხვავდება ქუთაისში, სადაც ხაჭაპურის ფასი 3.95-ია. ბათუმში იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.55 ლარი ჯდება, თელავში – 3.59 ლარი.

ცნობისთვის, ISET-ის კვლევითი ცენტრი 2011 წლის მაისში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე გაიხსნა და ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევებსა და ტრენინგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g