კულინარიული ბლოგერი გატაცებული ტატიანა კვევესკირი საკუთარ გამომწერებს საინტერესო და პრაქტიკულ რეცეპტს უზიარებს. ამჯერად ის ხაჭოს პასკას ამზადებს, რომელიც განსაკუთრებული სიმარტივითა და სწრაფი მომზადების წესით გამოირჩევა.
ტატიანას თქმით, ეს დესერტი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, სააღდგომო სუფრა გემრიელი, თუმცა ნაკლებად შრომატევადი კერძით გაამდიდროს. რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებიც მინიმალურია, ხოლო მომზადების პროცესი – მარტივი და ხელმისაწვდომი.
ინგრედიენტები:
- ხაჭო 6%-იანი – 1 კგ
- არაჟანი 20%-იანი – 300 გრ
- კარაქი – 250 გრ
- კვერცხის გული – 5 ცალი
- შაქარი – 250 გრ
- 1 ფორთოხლის ცედრა
- ატმის ჩირი
მომზადების წესი:
„პირველ ეტაპზე ხაჭოს უნდა დავუმატოთ შაქარი, არაჟანი, კარაქი, კვერცხის გულები და ფორთოხლის ცედრა. მიღებული მასა კარგად ავთქვიფოთ ხელის ბლენდერის დახმარებით, სანამ ერთგვაროვან და სასურველ კონსისტენციას არ მივიღებთ.
შემდეგ მასა გადავიტანოთ დაბალ ცეცხლზე (შესაძლებელია ორთქლის აბაზანის გამოყენებაც). როგორც კი ზედაპირზე პირველი ბუშტუკები გაჩნდება, უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან და კიდევ ერთხელ დავაბლენდეროთ, რაც მასას უფრო ნაზ და კრემისებურ ტექსტურას მიანიჭებს.
ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ატმის ჩირი, გადავურიოთ და მოვათავსოთ სასურველ ფორმებში“- ამბობს ტატიანა.
